საზოგადოება

დავით ასათიანი ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

   საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა შეხვედრა გამართა ქალაქ ნიუ იორკის (NYC) ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან, შეილა ბოსტონთან.

შეხვედრაზე მჭიდრო თანამშრომლობის გზებსა და საერთო ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ. მათ შორის, ამერიკელი კოლეგების ვიზიტზე საქართველოში.

საუბრისას ხაზი გაესვა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემაში ქართველი ადვოკატების როლისა და უნარ-ჩვევებს გაძლიერების აუცილებლობას, რა მიზნითაც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი ჩამოყალიბდება.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ქალაქ ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას პრო-ბონო მიმართულების განვითარებაში.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close