საინტერესო

,,ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს…”

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხშირად აქვეყნებს სხვადასხვა კერძის რეცეპტს. როგორც ჩანს, ნინო კარგი კულინარია. საწებლის ამ გემრიელმა რეცეპტმა, რომელიც ნინომ ერთი წლის წინ გაგვიზიარა ფეისბუქით,  ინტერნეტსივრცე მოიცვა.

..საწებლის ამ ჩემმა რეცეპტმა ქართული ინტერნეტი მოიარა, მხოლოდ ჩემი გვერდიდან ამ წუთისათვის გაზიარებული აქვს 51 404 ადამიანს, კომენტარი გამოაგზავნა – 15 000. ზოგი მწერს, რომ უნდა ძმარი, კარტოფილის ფქვილი, ხმელი სუნელი, მწვანილი, მოკლედ შენიშვნები ვისაც გაქვთ, გეუბნებით, არა, არ უნდა ეს ყველაფერი, თუ ამ სანელებლებს გამოიყენებთ ეს უკვე სხვა რეცეპტია.
ვინც გააკეთა, ყველა მიდასტურებს , რომ ძალიან გემრიელია!

10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში(ჭყლის დამატება არ უნდა) + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი,( სასურველია ანტონოვკა ან სხვა რბილი ვაშლი) 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა,(ან უფრო ნაკლები სიცხარის მიხედვით) 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ ( 20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე. ( გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი )
მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში ”_  წერს ნინო

Related Articles

Back to top button
Close