ლადო სადღობელაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი:

_ მას შემდეგ რაც სააკაშვილმა ვანო მოხსნა შსს-ს მინისტრობიდან და თითქოს დააწინაურა პრემიერამდე, ნაცების მთავრობა დაემხო! (კადრების გავრცელება ვანოს უკავშირდება).
მას შემდეგ რაც ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს, ნაცმოძრაობამ დაიწყო მსხვრევა და დაქუცმაცება! (გამოდის ვანო იყო შემაკავებელი).
ვანოს რომ იჭერდნენ, ძალიან გაკვირვებულმა დაიმუქრა- “ივანიშვილს ხელისუფლებას ავუფეთქებო” (თუ გახსოვთ)…
– ვანო გამოვიდა 7 წლის შემდეგ, ოცნება დასუსტებული დახვდა, პარტია დაქუცმაცებული… მის მიმართ პრეტენზიები სახელმწიფოს არ აქვს, ყველაზე ვაჟკაცური ნაცია, არავინ ჩაუშვია, არც ივანიშვილთან შევიდა კოჰაბიტაციაში. ახლაა ყველაზე კარგი დრო, ვანომ ოპოზიცია შემოიერთოს და სავარაუდოდ “ფლეშკით” მართლაც, რომ დაამხოს ოცნება.
– ამასთანავე ვაკვირდები ოცნების ლიდერების აღშფოთებულ კომენტარებს და ვრწმუნდები, რომ ოცნებისთვის ვანო მართლაც რომ პრობლემაა !

კომენტარები