გულიკო ზუმბაძე: თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 3-ჯერ გაძვირდა
გულიკო ზუმბაძე, თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი:
_ რა ღირს დღეს მგზავრობა?!.
მომერიდა გადამეღო ფოტოები, სიცხე, უჰაერობა, მუნიციპალურ ტრანსპორტში გახვითქული მოქალაქეები და მათი უმრავლესობის სახეზე ე.წ. პირბადეები… მრავალგზის გამოყენებული და უკვე თავად საფრთხედ გადაქცეული…
რა ღირს დღეს მგზავრობა?!.
ა- პუნქტიდან, ბ-პუნქტამდე და პირიქით – 1 ლარი, ეს, თუ კი მუნიციპალური ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობთ მხოლოდ.
რა ღირს სამედიცინო პირბადე? – 1 ლარი. თუ სპეციალისტების რჩევას გავითვალისწინებთ, დღეში მინიმუმ 2 პირბადე გვჭირდება, ანუ, 2 ლარი კიდევ დამატებითი ხარჯები. დიახ, დღეს შედარებით უსაფრთხო მგზავრობა, რეკომენდაციების გათვალისწინებით, დღეში 3 ლარი უჯდება ჩვენს მოქალაქეებს, რაც თვეში 90 ლარს შეადგენს. გამოდის, რომ მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 3-ჯერ გაძვირდა თბილისში.
ამ ვითარებაში ჩვენს ხელმოკლე მოქალაქეებს ისღა დარჩენიათ, ერთი და იგივე ნიღაბი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ატარონ და უნებლიედ ჯანმრთელობისათვის საზიანო რისკ-ფაქტორების გაჩენას შეუწყონ ხელი…