საზოგადოება

გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 6 ადამიანი ემსხვერპლა

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტის:

_ გუშინ, 6 ადამიანი დაშავდა გომბორის გზაზე, მათ შორის 3 ბავშვი და ერთი უცხოელი. ბოლო 2 თვეში დაშავდა-დასახიჩრდა 50-ზე მეტი, ხოლო გარდაიცვალა 5 ადამიანი. და როდესაც ვთქვი, რომ გზაზე არის ინფრასტრუქტურული პრობლემებითქო, კინაღამ ქვეყნის მტრად გამომაცხადეს. კიდევ ერთხელ ვწერ, რომ ამ გზაზე ნამდვილად გაჩნდა პრობლემები, ჩვენ ის დეტალურად შევისწავლეთ და გამოვაქვეყნეთ. ვინც გომბორის გზით სარგებლობთ, გადაავლეთ თვალი, იქ მითითებულია პრობლემებიც და მონაკვეთები სადაც უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე.

გაცნობებთ, რომ გომბორის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 3 ბავშვი, ერთი უცხოელი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ჭანკოტაძეა.

გომბორისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს „ნისანისა“ და „ოპელის“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close