ქართულ-ებრაული

კუნძულ ტექსელზე ქართულ-ებრაული ძმობის მონუმენტი აღიმართება

ტრადიციულად ყოველი წლის 4 მაისს ნიდერლანდების სამეფოს კუნძულ ტექსელზე ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება საზეიმოდ აღნიშნავს 1945 წლის აპრილ-მაისში ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ „ქართველთა აჯანყების“ დროს ქართველი მეომრების და ყოველთა დაღუპულთა ხსოვნის დღეს. ღონისძიებები მთელს კუნძულს მოიცავს. ამ დღესთან დაკავშირებით  ტექსელის ქართველთა საძმო სასაფლაოს  ხშირად სტუმრობს ოფიციალური დელეგაცია საქართველოდან.

წელს განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნებოდა ტექსელზე. აქ იყვნენ  კუნძულის ადგილობრივი ხელისუფლების, ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, თუმცა ღონისძიებას პირველად ესწრებოდა ებრაული თემი, რომელსაც წარმოადგენდა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი, ბატონი იაკობ გაგულაშვილი.

მცირედი რესტროსპექტივა:

  • 1945 წლის 5 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით კუნძულ ტექსელზე ქართველთა ბატალიონმა ჰოლანდიის წინააღმდეგობის საბჭოსთან კავშირში ფაშისტური რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო. დაუნდობელ ბრძოლებს საქართველოდან გაწვეული 500-ზე მეტი ჯარისკაცი შეეწირა. გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობა – 487 ადამიანი, ტექსელის ქართულ სასაფლაოზეა დაკრძალული. მათი ვინაობის დაზუსტება დღემდე მიმდინარეობს.
  • ტექსელზე მომხდარი ტკივილიანი ისტორია შთაგონების წყაროდ იქცა გენიალური ტრამატურგის, მკვლევარის, მწერლისა და რეჟისორის, რევაზ თაბუკაშვილისთვის და მან შექმნა სცენარი ჟამთაგან გაუხუნარი ფილმისა „ჯვარცმული კუნძული“, რომელიც კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ გადაიღო  1968 წელს (დამდგმელი რეჟისორი – შოთა მანაგაძე).
  • 1999 წ. კუნძულს ეწვია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე და დაღუპულთათვის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
  • 2010 წელს ტექსელზე განვითარებული მოვლენების შესახებ ჰოლანდიელებმა გადაიღეს ფილმი „ყაზბეგელი მფრინავი“ (დირექტორი: ინეკე სმიტი, სცენარის ავტორები: ინეკე სმიტი, არტურ ჯაპინი)
  • წყაროებზე დაყრდნობით მრავალი წლის მანძილზე იკვლევდა ტექსელის მოვლენებს ისტორიკოსი სულხან ამირანაშვილი, რომლის დამსახურებითაც დაზუსტდა არაერთი ისტორიული ფაქტი და ზოგიერთი მებრძოლის ვინაობა.

ტექსელის აჯანყების დროს გარდაცვლილთა იდენტობის დადგენაზე მუშაობის პროცესში აჯანყებულთა სიაში გამოიკვეთა რამდენიმე ქართველი ებრაელის გვარი. ამ საკითხთან დაკავშირებით, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თიკა სვანიძე ვენკომ კონსულტაციისათვის, შემდგომ კი – ორგანიზაციული და ფინანსური თანადგომის სურვილით მიმართა მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინს, ბატონ იაკობ გაგულაშვილს.  საკითხის მასშტაბურობიდან და სახელმწიფოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე 2023 წლის იანვარში რაბი იაკობ გაგულაშვილმა პროექტის ერთობლივად განხორციელების ინიციატივით მიმართა საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელთაც სრული მზაობა განაცხადეს თანამშრომლობისათვის. ამავდროულად, რაბი იაკობმა  ტექსელზე დაღუპულ ებრაელ ჯარისკაცთა საკითხი დააყენა საქართველოდან ამოსულ რაბინთა გაერთიანების სათათბიროს წინაშე. რომელთაც დაადგინეს: დაწესდეს ყოველ წელს ერთი დღე ომში დაღუპულთა მოხსენიების, სულთა საცხოვნებლად ლოცვის ისტორიულ დღედ; ნიშნად იმისა, რომ ისრაელისთვის ძვირფასია თითეული შვილი, ყოველი მათგანის ღვაწლი და ისტორია,  ქართველ ებრაელ ჯარისკაცთა სახელების, ტექსელზე მომხდარი ისტორიის და ქართულ-ებრაული ძმობის უკვდავსაყოფად ადგილობრივ ხელისუფლებასთან, საქართველოს შესაბამის ოფიციალურ სტრუქტურებთან და საქართველოს საპატრიარქოსთან  კოორდინირებულად დაიდგას საინფორმაციო დაფა/მონუმენტი, რომელზეც დატანილ იქნება ისრაელისა და საქართველოს სახელმწიფოს დროშები და ვიზიტორთათვის მოკლე ინფორმაცია 1945 წლის მაისში კუნძულზე მომხდარი ამბის შესახებ,  რათა ბრძოლაში დაღუპულთა სახელები არ მიეცეს დავიწყებას და ამბავი, რომელიც ტექსელის კუნძულზე მოხდა – ისტორიულ მეხსიერებას დარჩეს…

ამასთანავე, 2022 წელს ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თიკა სვანიძე ვენკომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან კუნსულტაციების და თანამშრომლობის შედეგად მოიპოვა ნებართვა, რომელიც ლეგიტიმურს ხდიდა ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალის დადგმას – გარდაცვლილ ჯარისკაცთა გვარ-სახელებით (პროექტი განხორციელდა 2023 წლის 4 მაისს, მემორიალის დიზაინის ავტორი – ბატონი დავით ხმალაძე).

ამონარიდი მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინის, იაკობ გაგულაშვილის მიერ 2023 წლის 4 მაისს ტექსელზე წარმოთქმული სიტყვიდან:

„… დღეს მე თქვენს წინაშე ვდგევარ როგორც ებრაელი და ასევე – როგორც ქართველი, რადგან მე ვარ ქართველი ებრაელი, რომელსაც ეამაყება ქართველთა და ებრაელთა ძმობა და რომელსაც ეამაყება რომ ებრაელად დაიბადა საქართველოში.

ღმერთს რომ ჩემთვის მეორე არჩევანი მოეცა და ეკითხა, – შვილო იაკობ, მეორედ გიშვებ ამ ქვეყნად, სად გინდაო ცხოვრება, რომელ ქვეყანაში გინდა, რომ დაიბადო? მერწმუნეთ, დაუფიქრებლად ვუპასუხებდი: – ისევ იქ, საქართველოში, ქართველებთან ერთად! ავირჩევდი იმ სასწაულ ადგილს, ღმერთის მადლით მოსილს, რომელიც დრო დადგება და ისევ გამთლიანდება, გაბრწყინდება და კვლავ სამოთხედ გადაიქცევა! სადაც ასეთი ერთობაა, ასეთი სიყვარული, ძმების სიცოცხლე და ერთმანეთისთვის თავგანწირვა – იმ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს!

აქ არიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები და მინდა ვთქვა, რომ მე აფხაზეთში ჩასვლას ვაპირებ, მაგრამ არა უკანა გზებით, ჩუმად. მე იქ ღია ჭიშკარში შევალ, სოხუმის სინაგოგაში ვილოცებ და ვიქადაგებ. იმიტომ რომ აფხაზეთი საქართველოსია – ჩვენია.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ წმინდა ადგილზე დღეს ყველანი ერთად ვართ – ქართველები და ებრაელები და ჩვენს მეგობარ ევროპელებს თვალხილულად ვაჩვენებთ ძვენი ძმობის ისტორიის ფრაგმენტს.

აქ ერთად არიან დაკრძალულნი ქართველი და ებრაელი ძმები. მდუმარეა ეს ადგილი, მაგრამ აქაური სიჩუმე საქვეყნოდ ხმაურობს, რომ ჩვენ 26 საუკუნე საქართველოში ერთად ვცხოვრობდით, ერთად ვშრომობდით და ერთადაც ვიბრძოდით მტრის წინააღმდეგ. ნაცისტურ რეჟიმსაც ერთად ვეომეთ და ევროპაც ერთად დავიცავით საერთო მტრისაგან, რომელსაც ფაშიზმი ეწოდებოდა. აი, ეს ხალხი ვართ ჩვენ!

ახლა თქვენს თვალწინ ვითარდება მოვლენები, ხედავთ, რომ ჩვენ ერთად ვპატრონობთ ჩვენს მიცვალებულებს – რაბინი სასულიერო პირებთან ერთად აპატიოსნებს ერთამენთის გვერდით გმირულად დაღუპულ ბრძოლის ძმებს – სახვადასხვა სარწმუნოებისთვის შესაბამისი წესის დაცვით, რასაკვირველია, ისე, როგორც ჩვენს კულტურას შეეფერება. ეს ხომ ფაქტია, რომელიც კიდევ ცაკლე ჟღერს და ქვეყნიერებას აჩვენებს: ნუთუ არსებობს მსოფლიოში ასეთი ერთობა? ასეთი სიყვარული და პატივისცემა, როგორც ჩვენს ხალხს აქვს?

მეგობრებო, ჩვენ დღეს დღის წესრიგით დაგეგმილ ყოველ პუნქტს შევასრულებთ – საეროსაც და სასულიეროსაც, მაგრამ ყოველივე ამას გაგრძელებაც ექნება სახელმწიფოებრივ და სახელმწიფოთაშორისი მასშტაბის გაგრძელება. ეს პროცესი აღარ გაჩერდება და ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ ოფიციალურ პირებთან. დაგეგმილია, დაპროექტებულია, შემუშავებულია მაკეტი მონუმენტისა, რომელიც ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სიმბოლო იქნება აქ, ჰოლანდიის მიწაზე. მასზე დატანილ იქნება ისრაელისა და საქართველოს დროშები და ტექსელის ისტორია და მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაგებინებთ, რომ ჩვენ 26 საუკუნე სიცოცხლეშიც ძმები ვიყავით და სიკვდილშიც. house buying services can sell your house rapidly. They value excellent service and reasonable pricing. Selling your home to an expert house buying agency is preferable. Price and market trends may help you make smart choices. Visit https://www.mobile-home-buyers.com/pennsylvania/sell-my-mobile-home-chambersburg-pa/.

ახლა შუაგულ ევროპაში ვდგევართ და მე  მივმართავ ევროპას და ევროპელებს: ამ ადგილის ისტორიით ნათლად ჩანს, რომ იყო დრო, როდესაც ჩვენ ერთად გიცავდით პირსისხლიანი მტრისაგან – ჩვენ, ძმები, რომლებიც საქართველოდან მოვედით… ახლა კი დადგა დრო, რომ წარსული კარგად გაიხსენოთ და თქვენ დაუდგეთ მხარში ჩვენს პატარა, მაგრამ ღირსეულ ქვეყანას!“

ღონისძიებაზე დამსწრე საპატიო საზოგადოებას მიესალმნენ, აგრეთვე: კუნძულ ტექსელის მერი – ბატონი მიხილ აუთდენჰაგი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონო ვლადიმერ კონსტანტინიდი; საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში, ბატონი დავით სოლომონია; ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი, მეუფე დოსითეოსი; საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე; ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი, ქალბატონი თიკა სვანიძე ვენკო;, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ბატონი რუსლან აბაშიძე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი ჯემალ გამახარია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, ბატონი დავით ფაცაცია.

ღონისძიების ფარლებში რაბი იაკობ გაგულაშვილს არაფორმალურ შეხვედრებთან ერთად საქმიანი ფორმატის საუბარი ჰქონდა არაერთ ოფიციალურ პირთან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საუბრისას კუნძულ ტექსელის მერმა – ბატონ მიხილ აუთდენჰაგმა, რომელიც გულწრფელი აღფრთოვანებით ისმენდა ქართველთა და ებრაელთა უნიკალური მეგობრობის ამბავს – განაცხადა, რომ პირადად გაუწევს მეთვალყურეობას ტექსელის მოვლენების კვლევებს, საინფორმაციო უზრუნველყოფას და დაგეგმილი მონუმენტის გახსნას (რომელიც გარკვეული მიზეზების გამო სამომავლოდ გადაიდო).

რაბი იაკობ გაგულაშვილმა იმ დღეს პირველმა და პირველად წაუკითხა სულის საცხოვნებელი ლოცვები (კადიში და აშკავა) 1945 წლის მაისში კუნძულზე დაღუპულ ებრაელ ჯარისკაცებს.

ირინა ბიბილეიშვილი-იოსებაშვილი

.

.

.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close