საზოგადოება

გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა დაიწყო.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა დედაქალაქის მერიას და”თბილსერვის ჯგუფს” სოციალური ქსელებითა და ცხელი ხაზის საშუალებით მიმართეს, რის შემდეგაც “თბილსერვის ჯგუფის” ორგანიზებით მხატვრებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა.

მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვაზე 30 მხატვარი მუშაობს. მოხალისეები საღებავებით მერიამ მოამარაგა, ისინი კედლების მოხატვაზე მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში იზრუნებენ.

გარდა გმირთა მოედნისა, დაგეგმილია თბილისში არსებული სხვა მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close