საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი: მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში

,,ჩვენ ავიცილეთ ცეცხლის გავრცელება საცხოვრებელ მასივებზე, რაც ვფიქრობთ, მეხანძრე-მაშველების მართლაც გამორჩეული გმირობის შედეგია. მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და მაშველებს, რადგან ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანების გმირობა არავისთვის დარჩა შეუმჩნეველი, ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც ძალიან დიდი სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს და სტიქიას მაშველებთან ერთად ებრძოდნენ.

ჩვენ ნამდვილად გვახასიათებს ასეთ მომენტებში ასეთი კონსოლიდაცია და ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, რომელიც ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ცეცხლის ჩაქრობაში ერთი დღის წინ თბილისში.

თითქოს ყოველდღიურ რუტინად იქცა 5-10 ადამიანის გადარჩენა ზღვისპირეთში და უკვე 100-ზე მეტია მაშველების მიერ გადარჩენილ ადამიანთა რიცხვი. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ამ სტრუქტურის გამართულ მუშაობას და იმ ადამიანების გმირობას, რომლებიც თავისი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნავენ. ვფიქრობთ, ეს სტრუქტურა არის, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გასაძლიერებელი. ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რიცხვის მატებასთან ერთად, გამოწვევებიც იზრდება და ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულად უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო სტრუქტურის მუშაობა ამ გაზრდილი გამოწვევების პირობებში, რაც ვფიქრობთ, აუცილებელი იქნება. – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close