საზოგადოება

გიორგი თევზაძე ხელისუფლებას სთხოვს, ყველა ზომა გამოიყენოს გატაცებული ჟურნალისტის გამოსახსნელად

უფლებადამცველი, ადამიანის უფლებებისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს, საქართველოს ხელისუფლებას, აქტიურად ჩაერთონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მისი კანონიერი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში მოქმედი მარონეტული რეჟიმი.

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო დემოკრატიულმა, ავტორიტეტულმა ინსტიტუტებმა უნდა მიიღოს ყველა ზომა, გამოიყენონ ყველა საერთაშორისო ბერკეტები თამარ მეარაყიშვილისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დასაცავად.

,,როგორც ცნობილი გახდა, თამარ მეარაყიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური სამოქალაქო პოზიციით და ახალგორის მკვიდრთა უფლებების დასაცავად გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებებით, რის გამოც იგი ბოლო წლებში განიცდიდა ზეწოლას დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რაც ამა წლის ივლისში დასრულდა მისი ცხინვალში იძულებით გატაცებით. მარიონეტული ხელისუფლების „ძალოვანების“ მიერ თამარ მეარაყიშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები ფასდება როგორც უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა, სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლა, მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ზეწოლა, როგორც მისი იძულება, რათა სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. მარიონეტული ხელისუფლების „ძალოვანების“ მიერ  ეთნიკურად ქართველ მოსახლეობაზე ზეწოლისა და უფლებების შელახვის ფაქტები არ უნდა დარჩეს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა”_ აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.,

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close