საზოგადოება

ტერაქტი ესპანეთში _ 13 გარდაცვლილი და 60 დაშავებული

ესპანეთის ხელისუფლება ოფიციალურად ადასტურებს, რომ ბარსელონას ცენტრში, რამბლაზე მომხდარი ტერაქტისას 13 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულთა რიცხვი კი 60-მდე გაიხარდა. ტერაქტი ბარსელონას ცენტრში რამბლაზე, ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა. ტერაქტზე ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას პასუხისმგებლობა არ აუღია.

ტერაქტში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მამაკაცი დაკავებულია. ის სავარაუდოდ დრის ოუკაბირია, არსებული ინფორმაციით მიკროავტობუსი ბარსელონის მახლობლად სწორედ მან იქირავა. პოლიცია ტერაქტში ეჭვმიტანილ მეორე მამაკაცს ამ დრომდე ეძებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ტერაქტის ადგილი სხვა ავტომანქანით დატოვა.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close