საზოგადოება

გიორგი თევზაძე: საქმე ეხება სოციალურად დაუცველი პირის უფლებების დაცვას

  საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომრე გიორგი თევზაძე აქვეყნებს საზოგადოებრივი მონიტორინგის შუალედურ შედეგებს ერთ–ერთ ქეისთან დაკავშირებით.
,,საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს დაინტერესებული პირის, გორის რაიონი სოფელ ქვემო ხვითში მცხოვრები თამარ ლაცაბიძის შესაბამისი მომართვის საფუძველზე. საკითხი ეხება სოციალურად დაუცველ მარტოხელა პიროვნებას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული ტერიტორიის მომიჯნავედ და რომლის საცხოვრებელი სახლის სახურავი ჯერ 2008 წლის რუსეთის აგრესიის დროს ჭურვის შედეგად იქნა დაზიანებული, ხოლო 2009 წელს ამ დაზიანებამ ხელი შეუწყო ხანძრის გაჩენას. ამ მომენტში სახლი საცხოვრებლად ვარგისი აღარ არის.
 საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირისთვის ეს საკითხი საყურადღებო და მნიშვნელოვანია  რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, გარდა იმისა, რომ საკითხი ეხება სოციალურად დაუცველი პირის უფლების დაცვას, საკითხი მნიშვნელოვანია ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ –პირთა უფლებების დაცვის და ამ პირთა მიმართ სახელმწიფო მხარდაჭერის საკითხის შესწავლის თვალსაზრისითაც. ამ მიზნით ეს ქეისი აყვანილია განსაკუთრებულ კონტროლზე და მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელდეს აუცილებელი, დროული და ეფექტური რეაგირება. მიუხედავად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის პოზიტიური წერილობითი პოზიციის, ჯერერობით საკითხი უკვე რამდენიმე თვეა ვერ გასცა მიმოწერის ფარგლებს. მიგვაჩნია, რომ ეს დრო აბსულიტურად საკმარისი იქნებოდა საკითხის დროულად დარეგულირებისა და საცხოვრისზე გადაუდებელი მინიმალური სამუშაოების ჩასატარებლად, რომელიც არ აღემატება რამდენიმე ასეულ ლარს.

 გორის გამგეობა თავის წერილში გამოთქვამს მზადყოფნას სამუშაოების დასრულებამდე მოხდეს თ.ლაცაბიძის ქირით გაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა გვრჩება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ რეალურად, კიდევ უფრო გაჭიანურდება სახლზე საჭირო სამუშაოების დროულად დასრულება და კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება მოქალაქის საცხოვრისის სათანადო მდგომარეობაში მოყვანა. ეს ვარაუდი კიდევ უფრო ძლიერდება იმ ფონზე, რომ გორის საკრებულოს ბოლო წერილის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტი მზად არის, ასობით ლარი დახარჯოს ქირაში, ხოლოს სახლზე რამდენიმე ასეული ლარის სამუშაოს ჩატარების თარიღი თვეების განმავლობაში გაურკვეველი რჩება. ეს საკითხი უკავშირდება არანაკლებ რთულ სხვა ყოფით პრობლემებსაც. თ. ლაცაბიძესთან გასაუბრების დროს ჩვენთვის ცნობილი გახდა,რომ სამუშაოების გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, თ.ლაცაბიძისთვის უმჯობესია, ქირისათვის განკუთვნილი თანხა მიმართული იქნას საცხოვრისზე სამუშაოების დროულად ჩასატარებლად, რათა ამინდების მკვეთრად გაუარესებამდე დასრულდეს ეს სამუშაოები. ჩვენ შესაბამისი წერილით მივმართავთ გორის გამგეობას და საკრებულოს. ასევე, გავაგრძელებთ ქეისზე საზოგადოებრივ მონიტორინგს,“ – განაცხადა გიორგი თევზაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close