გიორგი თევზაძე: მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატთა კორპუსი დარჩეს ერთიანი
საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გორგი თევზაძე მიესალმება საქალაქო სასამართლოს კანონიერ გადაწყვეტილებას და ადვოკატებს მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღონ 23 დეკემბერს დაგეგმილ ადვოკატთა ასოციაციის არცევნებში.
„საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი, რომელიც აერთიანებს ასობოთ ადვოკატს, მიესალმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ლევან ჯანაშიას და მისი 8 კაციანი ჯგუფის მოთხოვნა თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა 9 დეკემბერს გამართული არჩევნების ლეგიტიმურობა, რომელიც არაერთხელ დაადასტურეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ხმის დამთვლელმა კომისიამ.
მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატთა კორპუსი დარჩეს ერთიანი. მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგა ადვოკატებს, უნებლიედ არ გახდნენ ადვოკატთა კოპრუსის განხეთქილების მცდელობის მონაწილენი. ამიტომ აუცილებელია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ასოციაციის თავმჯდომარის 23 დეკემბრის არჩევნების მეორე ტურში, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის წესდება. დარწმუნებული ვართ, რომ ადვოკატთა კორპუსი ამ გამოწვევას წარმატებით და ღირსეულად გაართმევს თავს.
ძვირფასო კოლეგებო, გელოდებით განმეორებით არჩევნებზე და გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნულია გიორგი თევზაძის განცხადებაში.