“გვარამია ყველაზე მდიდარი ტელევიზიის დირექტორად გამზადებული დადეს”
“გვარამია გამზადებული, ყველაზე რეიტინგული და მდიდარი (ბიუჯეტი რანმდენიმე ათეული მილიონი) ტელევიზიის დირექტორად დადეს და მისი მხრიდან ჩემთან ჯიბრი იმაზე ვულგარულია, ვიდრე თავად გვარამია”,-ასე პასუხობს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის კრიტიკას მის მიმართ ტაბულას რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
“1. ჩემი ხელფასი 2010 წლამდე, ანუ ტაბულამდე იყო თვეში 9 ათასი ევრო – 25000 ლარზე მეტი. ევროპის საბჭო მიხდიდა და არა საქართველო.
2. ტაბულას გაკეთება როცა შემომთავაზეს და ხელფასზე საუბარი დავიწყეთ – საკუთარი ინიციატივით შევიმცირე 50 პროცენტზე მეტით, 11000 ლარამდე.
3. 2012 წელს, როდესაც ტელევიზია გავაკეთეთ და ხარჯი გამეზარდა, თანამშრომლების ხელფასი გავზარდე და ჩემი 7000 ლარამდე შევიმცირე.
4. კახა როცა გარდაიცვალა და ფინანსური პრობლემები შეგვექმნა – კიდევ შევიმცირე 5000 ლარამდე.
5. კახას გარდაცვალებიდან დღემდე ტაბულას თანამშრომლები ხანდახან სამ-სამი თვე უხელფასოდ მუშაობდნენ მაგრამ არ გამქცევიან – მიზეზი მარტივია, გარდა იმისა, რომ იდეალისტები არიან, ხელფასს მე ყველაზე ბოლოს ვიღებდი.
6. რა პერსონალური დანაზოგიც გაგვაჩნდა მე და გიგას, ყველაფერი ტაბულას თანამშრომლების ხელფასებად დავარიგე.
7. კახა ბენდუქიძის გატყავებაზე კახა ბენდუქიძის ნაცნობები იცინებენ – როგორი გასატყავებელი იყო და რამდენად შესწევდა რომელიმე სულიერს იმის უნარი, კახა გაეტყავებინა – კარგად იციან. მე ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ.
8. გვარამიას რაც შეეხება – ის რაც რუსთავს დღეს ჭირს, ბიძინას და მიშას გარდა, გვარამიას სიხარბის ბრალია – 400 ლარიან ოპერატორს რომ ხელფასის მეოთხედს უხდი, სულ მინიმუმ, ის მაინც უნდა შეძლო კარგმა მენეჯერმა, რომ შენი 60000 ლარიანი ხელფასის მეოთხედი არ ჩაირიცხო – მერე რა, რომ მარჯიელაზე სეილია და ახლა გაიგე რომ არსებობს, სიხარბე ტეხავს – მით უმეტეს მაშინ როცა თანამშრომლებს გზის ფული არ აქვთ, რომ სამსახურამდე მივიდნენ.
9. ჩემს ლუზერობას რაც შეეხება – ტაბულას წლიური ბიუჯეტი ნახევარი მილიონი დოლარი იყო – სანამ ვმაუწყბლობდით, ახლა წელიწადში 240 ათასი დოლარია. ნულიდან დავიწყე და tabula.ge დღეს რას წარმოადგენს და სადაა ციფრული განვითარების თვალსაზრისით – მთელმა ქართულმა
მედიამ ნახა შეერთებულ შატებში ტურისას (ზალიკოს და ლაფერას ჩათვლით).
11. გვარამია გამზადებული, ყველაზე რეიტინგული და მდიდარი (ბიუჯეტი რანმდენიმე ათეული მილიონი) ტელევიზიის დირექტორად დადეს და მისი მხრიდან ჩემთან ჯიბრი იმაზე ვულგარულია, ვიდრე თავად გვარამია.
12. და ბოლოს, 2013 წლამდე ევროპის საბჭოს პოსტი მენახებოდა, უხელფასო შვებულებაში ვიყავი, შემეძლო ქოცების მოსვლისთანავე დავბრუნებულიყავი სტრასბურგში და და ლაღი, უზრუნველი ცხოვრება გამეგრძელებინა, მაგრამ გავწყიტე კონტრაქტი და აქ დავრჩი. ყველას რომ გვარამიას უფროსივით მოეხია, აქ ვიღა დარჩებოდა დანრჩენზე წერა მეზარება – ისტერიჩკა ხარო, გვარამია რომ მეუბნება, ამაზე თქვენ იცინეთ”,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.