საზოგადოება

,,დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა”

 შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

– მოგეხსენებათ, პოლიტიკოსის და საერთოდ, საჯარო მოღვაწის ჯანმრთელობა არაა მხოლოდ მისი პირადი საქმე. ათი წლის უკან კარგად გახსოვთ, როცა მე შემექმნა ეს პრობლემა, ჩემი პალატიდან ტელევიზიები არ გასულან. არსებული მონაცემებით, საქართელოს დე-ფაქტო მმართველი, დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა.

მოსალოდნელია, რომ მილიონერთა უპატრონოდ დატოვებულ ბანაკში დაიწყება სასტიკი ბრძოლა ძალაუფლებისა და ხალხის ქონების შემდგომი გადანაწილებისათვის. მე ვურჩევ ივანიშვილს, თუ აქვს ამის უნარი გამოვიდეს და ახსნას მის მიერ შექმნილი ქაოსიდან გამოსვლის გზები. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გავერთიანდეთ ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რათა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ეფექტური ხელისუფლება. ესაა უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერტი გზა, სხვა ყველაფერი კოსმეტიკაა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close