საზოგადოება

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულები მიიღებენ დღეში 9,50 ევროს, გადასახადების, კვებისა საფასურისა და საცხოვრებლის ხარჯების გამოკლებით

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩს, ჰუ­ბერტ ქნირშს შეხ­ვდა.

გერმანმა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მხა­რე­ებ­მა გერ­მა­ნი­ა­ში დრო­ე­ბით ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბა­ზე ისა­უბ­რეს.

“გერ­მა­ნი­ის შრო­მის ბა­ზარ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს დრო­ე­ბი­თი ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბა 3 თვით შე­ეძ­ლე­ბათ. სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში 1 აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა. რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა კი 15 თე­ბერ­ვლი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი და მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. და­საქ­მე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტორ­ში სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ე­ბე­ლი პირ­ვე­ლად რე­გის­ტრა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლურ სა­რე­გის­ტრა­ციო პორ­ტალ­ზე http://workabroad.gov.ge/ გა­დის.

სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დეგ მო­თხოვ­ნებს: უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე; ასა­კი: 18 წლი­დან 60 წლამ­დე; გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე 3 თვით ადრე პე­რი­ოდ­ში არ უმოგ­ზა­უ­რია შენ­გე­ნის სივ­რცე­ში; ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა; მო­სავ­ლის აღე­ბის სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა და მო­ტი­ვა­ცია; ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზის (დარ­ღვე­ვის) არარ­სე­ბო­ბა, რაც იწ­ვევს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლახ­ლა შეს­ვლის შე­ზღუდ­ვას;

გერ­მა­ნუ­ლი ან ინ­გლი­სუ­რი ენის ელე­მენ­ტა­რულ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო დო­ნე­ზე ცოდ­ნა (ჯგუ­ფუ­რად და­საქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მი­ნი­მუმ ერ­თმა წევ­რს უნდა შე­ეძ­ლოს გერ­მა­ნულ ან ინ­გლი­სურ ენა­ზე კო­მუ­ნი­კა­ცია). ენის ცოდ­ნის მო­თხოვ­ნას გან­სა­ზღვრავს დამ­საქ­მე­ბე­ლი.

სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბა სხვა­დას­ხვა სე­ზო­ნუ­რი მო­სავ­ლის აღე­ბას გუ­ლის­ხმობს. და­საქ­მე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბაა 1-დან 3 თვემ­დე. სა­მუ­შაო დრო: 5-6 დღე კვი­რა­ში; 8 – 10 სა­ა­თი დღე­ში. მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი – 9.50 ევრო სა­ათ­ში (და­რი­ცხუ­ლი), რო­მელ­საც გა­მო­აკ­ლდე­ბა გა­და­სა­ხა­დე­ბი, კვე­ბი­სა და სა­ცხოვ­რებ­ლის ხარ­ჯე­ბი.

რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ, სსიპ და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, კონ­კრე­ტუ­ლი ვა­კან­სი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უკავ­შირ­დე­ბი­ან და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლებს. სერ­ვის­ცენ­ტრში მის­ვლი­სას მსურ­ველს თან უნდა ჰქონ­დეს პი­რა­დო­ბის ელექტრო­ნუ­ლი მოწ­მო­ბა და/ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი პას­პორ­ტი.

კონ­კრე­ტულ ვა­კან­სი­ა­ზე და­საქ­მე­ბის მსურ­ველ­თა შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ე­წო­დე­ბა გერ­მა­ნელ დამ­საქ­მე­ბელს. და­საქ­მე­ბა­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მე­ბე­ლი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეც­ნო­ბე­ბა თი­თო­ე­ულ მსურ­ველს. გერ­მა­ნე­ლი დამ­საქ­მებ­ლის მხრი­დან და­დე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­საქ­მე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის მსურ­ველს უგ­ზავ­ნის შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­დე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


Warning: Trying to access array offset on value of type bool in /home/i3v3ly1rskkn/public_html/euronews.ge/wp-content/themes/jannah/framework/classes/class-tielabs-filters.php on line 340

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close