სამართალი და კრიმინალი
გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გერმანელმა სამართალდამცველებმა საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კრიმინალურ საქმიანობაში ბრალდებული ორი ქართველი პოლიციამ ბადენის რაიონში გააჩერა.
38 და 41 წლის მამაკაცები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რომელსაც საფრანგეთის სანომრე ნიშნები ჰქონდა. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდგე გაირკვა, რომ ერთ-ერთი მათაგანი ძარცვის ბრალდებით იძებნებოდა.
მანქანის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა სავარაუდოდ, ნაქურდალი ნივთები და ქურდობისთვის საჭირო ხელსაწყოები ამოიღეს.