რა გაუჩალიჩეს ტურისტს ერთ-ერთ კლუბში_ ,,თვალებს რაც მეტად დავხუჭავთ, მეტჯერ მოხდება”
,,მეგობარს გაუჩალიჩეს, ტურისტს,
შევიდა სადღაც (იხ. სურათზე სახელი) ვიღაც გოგოები მიუჯდნენ, გაეპრანჭენ, შეუკვეთეს სასმელი, ეს ყველაფერი მოხდა 5-10 წუთში, ძაან სწრაფად – ეს ჯერ ისე ელაპარაკებოდა, გამარჯობას ეუბნებოდა – ისენიც ენას ითრევდნენ, გამოიყურებოდნენ მის თვალში ნორმალურ გოგოებად.
შეუკვეთეს სულ 4 ჭიქა რაღაც, მერე ამას რაღაც არ გაუსწორდა და ანგარიში მოითხოვა და მოუტანეს ეს ანგარიში (1230 ლარი!! ).
ამან რო ამოიღო ხმა – ეგრევე იქ გაჩნდა დაცვა და გაქრნენ გოგოები
ძაან დაღლილმა და გარშემო ისე ალყაშმორტყმულმა რო გასაგები იყო რო გააცურეს, მამენტ შემეშინდა კიდეცო, გადაიხადა და წამოვიდა.
კი – ყველგან ხდება, და არა – ვაფშე არ ასწორებს და თვალებს რაც მეტს დავხუჭავთ – მეტი მოხდება ასე და მეტი ტურისტი დაგვიკიდებს ყ..ზე.
ხოდა რა შეიძლება გავაკეთო? – ხო მომხდარა ასეთები, არსებობს ეს ჩეკი და არსებობს საბანკო ამონაწერი.
ერთი კითხვა, შპს ქალაქური კლუბი შიგ ხო არ გაქვთ? მერამდენედ იბიომატ?” _ წერს გიორგი შენგელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.