საზოგადოება

გაუმკლავდება თუ არა საქართველოს მედპრესონალი და კლინიკები კორონავირუსის პიკს? – ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ვახო ხუზმიაშვილის თოქ-შოუ „თავისუფალი სივრცის“ სტუმარი იყო ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელმაც პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად მზად არის საქართველოში მედპრესონალი და კლნიკები პიკის პერიოდისთვის, რომელიც შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსმა გამოიწვიოს.

“ჩვენ ამ ეტაპისთვის გვაქვს ის მარაგი, რომელიც ყველა ჩართულ კლინიკას ესაჭიროება დღეის მდგომარეობით. ჩვენი სამსახური ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელებს უკვე თბილისიდან სხვა კლინიკებზე საჭირო რესურების ადგილზე მიწოდებას და გვექნება სრული სურათი, როგორც მიწოდების, ასევე, ხარჯვით ნაწილზე, იქედან გამომდიარე, რომ ჩვენ ვიცით ამ კლნიკებში პაციენტების მიმართვიანობა და შესაბიმისად მათი დატვირთვა. შესყიდევის სამსახური სხვა სტრუქტურებთან ერთად მუშაობს შესყიდვებზე და მარაგების შევსებაზე და ესეც გვაძლევს საფუძველს, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ექიმების სრული აღჭურვა და სრული უსაფრთხოება” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თოქ-შოუ “თავისუფალ სივრცეში.”

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close