,,… გაავებული დათვი ემზადება რაღაცისთვის” _ ქართველი სამხედრო ექსპერტების ,,ომი” სოციალურ ქსელში

,,ეს ისტერიული ტონი და აპოკალიფსური კომენტარები როდის უნდა მოიშალოთ? ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ხვალ ორი დივიზია ჩამოყალიბდება და ზეგ პუტინის ბრძანებიდან 2-3 საათში საქართველოში შემოვლენ. თქვენ გეშინიათ თუ ხალხს აშინებთ? ეგ ინფორმაცია იზვესტიის პუბლიკაციას ეყრდნობა, წინასაარჩევნო პროპაგანდის დიდი დოზაც რომ არ იყოს, სტატიაში ნათლად სჩანს, რომ ეს არა ჯარის კონცენტრაცია ან თავმოყრაა გარკვეულ მიმართულებით, არამედ განთავსებისა და რეფორმის ახალი ხედვა, რომელსაც გარკვეული დრო( საკმაოდ დიდი) სჭირდება. ასევე, არც ფარული და არც ღია მობილიზაცია რუსეთში არ მიდის, რეზერვისტების გამოძახება კი ამ სფეროს რეფორმირების გარკვეული ნაბიჯია.
პ.ს. ესეც სტატია“. ეს გახლავთ თადარიგის პოლკოვნიკის, სამხედრო ექსპერტის, გიორგი თავდგირიძის პოსტი სოციალურ ქსელი.
პოსტს მალევე მოჰყვა გამოხმაურება. გიორგი თავდგირიძესა და ცნობილ სამხედრო ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას შორის კი საინტერესო პოლემიკა გაიმართა.
ვახტანგ მაისაია: მოკლედ, თავდაცვის სამინისტრო თავისას არ იშლის და რუსეთის შეიარაღების კონცეტრაცია ჰქონია მორიგი “გართობა”. რა საოცრად ზუსტად მეორდება “ჟანგიანი ტანკების” თეზა და 9 საათში ომის სამხედრო ფაზის დასრულება ცხინვალში….
მოკლედ, ჩვენზეა ნათქვამი: “ჩვენს შეცდომებზეც არ ვსწავლობთ”..და რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო… და შევეშვები ასეთ უაზრო დისკუსიებში მონაწილეობას….აზრი არა აქვს…
ამისთვის არის შესაბამისი სამსახურები– თუნდაც აკონტროლონ რუსული სოციალური ქსელები. აუცილებლად ჟონავს ხოლმე მობილიზაციის ინფოები. სხვანაირად არ გამოდის დღეს.. და რავი, კიდე ბევრი სხვა ინდიკატორია.