საზოგადოება

,,არ ხართ თქვენ ოლიმპოს ღმერთები, რომ რიგით მოქალაქეს თავი არ გამიყადროთ!” _ ღია წერილი ,,საქართველოს ბანკს”

ჟურნალისტი და პოლიციის თადარიგის მაიორი ხათუნა ნოზაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ღია წერილით საქართველოს ბანკის ხელმძღვანელობას მიმართავს:

,,SOS! ღია წერილი საქართველოს ბანკს!საქართველოს ბანკიმოგმსრთავთ მე თქვენი კლიენტი 2012 წლიდან და მოვითხოვ, შემხვდეს ვინმე კომპეტენტური დირექტორთა საბჭოდან! არ ხართ თქვენ ოლიმპოს ღმერთები რომ რიგით მოქალაქეს თავი არ გამიყადროთ! მინისტრები ხვდებიან მოქალაქეებს დღეს ამ ქვეყანაში და ეს ჩვეულებრივი ამბავია!!! ამიტომ კატეგორიულად მოვითხივ შეხვედრას დირექტორთა საბჭოსთან! 2. მოვითხივ ყადა მომიხსნათ მეორე ბინაზე,რომელიც ჩადებული გაქვთ 11.000 აშშ დოლარად და უკვე მხოლიდ პროცენტში გადავიხადეთ 30.აშშ დოლარი.3.მოვითხოვ სასწრაფოდ დამიწიოთ პროცენტი! 4.მოვითხოვ ჩემი საკითხი განიხილოთ ცოტა ყურადღებით და არა ბანკის რიგითი თანამშრომლის დონეზე! 5.მოვითხოვ დირექტორთა საბჭომ ამიხსნას, რატომ გამიძვირდა 2012 წელს აღებული სესხი,ყოველ თვიურად 700 ლარით? 6.მოვითხოვ მომცეთ იმის საშუალება და შემიქმნათ ის ელემენტარული პირობები, რომ კიდევ 10 წელი შევძლო და გიხადოთ ეს ოხერი კრედიტი! P.S არ იფიქროთ რომ დავიღლები, ან ფარ- ხმალს დავყრი,თქვენ კიდე კარგად არ მიცნობთ!..რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, მივაკითხავ ყველა უწყებას და არ შეგარჩენთ ამხელა უსამართლობას! არ არსებობს დედამიწაზე ადგილი, სადაც ყოველ თვიურად იხდიდეს ადამიანი კრედიტს და კი არ აკლდებოდეს თანხა,პირიქით ემატებოდეს ?! ეს არის მარაზმი და ვიღაცამ უნდა გითხრათ სიმართლე პირში!..შეწყვიტეთ ხალხის გატყავების ხარჯზე მილიარდების მოქუჩება! არ შეგრჩებათ არცერთი თეთრი,არცერთი კაპიკი! ..პატივისცემით..პოლიციის თადარიგის მაიორი ხათუნა ნოზაძე…! და თქვენს მიერ 18 წლით დაყადაღებული ხათუნა ნოზაძე!საქართველოს ბანკი • Bank of Georgia

Related Articles

Back to top button
Close