საინტერესო

ბრიტანელმა მეცნიერებმა სიგარეტისთვის თავის დანებების მეთოდს მიაგნეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა მიაგნეს მეთოდს, რომლის გამოყენებითაც სიგარეტის მოწევას თავს ადვილად დაანებებთ. მეცნიერების თქმით ამის ერთადერთი გზა რეგულარული ვარჯიშია.

ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, რომ ხშირი ფიზიკური დატვირთვა სიგარეტის მოწევისგან ყურადღების გადატანაში ეხმარება ადამიანს. ვარჯიში ორგანიზმში α7 ნიკოტინის აცეტილქოლინის რეცეპტორებს ააქტიურებს. ნერვის ეს დაბოლოებები, რომელიც ტვინის  ჰიპოკამპუსის ნაწილში მდებარეობს, ნიკოტინის მიმართ მგრძნობიარეა.

მეცნიერები ასეთ დასკვნამდე თაგვებზე ჩატარებული ცდების შემდეგ მივიდნენ. მათი თქმით, კვლევისას მიღებული შედეგების ადამიანებზე განზოგადება სრულიად დასაშვებია.

წყარო:imedinews.ge

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close