საზოგადოება

,,ბიძინა ნერონ მურუსიძეს როგორ სძინავს ამათი საცოდავობით, გამკვირვებია”

ზაზა ხატიაშვილი, ცნობილი უფლებადამცველი, ადვოკატი:

_ გუშინ საღამოს მივედი დაზარალებულების აქციაზე ქართული ოცნების ოფისთან. წვიმაში მთელი ღამე ათენებენ ბავშვთა სამყაროს გადაწვის შედეგად დაზარალებულები. ქუჩაში დარჩნენ, ვერ იხდიან ბანკის ვალებს, 4 ადამიანს გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ეს არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი სიბინძურე, არ ეგონათ, რომ ეს ხალხი ასე გაჯიუტდებოდა და არ გაჩერდებოდა. ბიძინა ნერონ მურუსიძეს როგორ სძინავს ამათი საცოდავობით, გამკვირვებია. ჭორი დადის, გადამწვარი ბავშვთა სამყაროს ადგილზე კარფურის აშენება იგეგმებოდა, მაგრამ აქციის ფონზე დროებით გადაიფიქრეს. სამი ქალბატონი, რომელიც მთელი ღამე იქ იქნება 60 წელს გადაცილებულია. ვთხოვე, სახლში წასულიყვნენ, მაგრამ მათ სახლში მისვლას წვიმაში დგომა ურჩევიათ. მიდიან ოფისში ქართული ოცნების ლიდერები და ხალხს მასხრად იგდებენ. ამ საცოდავებთან არცერთი ტელევიზია არ მიდის, არადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, გააშუქოს ყველა აქცია. ქართველებო, მიდით და ამ ხალხს მოეფერეთ, ამათი საცოდავობით გული მისკდება. ბიძინა და ძმანი მისნი ამათი გაუბედურებით ვერ გაიხარებენ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close