საზოგადოება

,,ქართული ოცნება იმდენს იზამს, საპატრიარქოს სერიოზულად შეურყევს ნდობას და რეპუტაციას”

მარიკა არევაძე, ადვოკატი:

_ საინტერესოა მოვლენების ყურება და შეფასება, როდესაც შენი ფეისბუქ ფრენდლისტი მრავალფეროვანია (სადაც მრავლად არიან წარმოდგენილი სუსელებიც, ქოცებიც და ნაცებიც). ასეთ დროს ხელისგულზე გაქვს გადაშლილი სქემა, რომელიც უმარტივესად იკითხება …

ხელწერა ზუსტად ერთნარი !!! რომ დავინახავ ერთი რომელიმე სუსელის (და მინდა გითხრათ რომ ბევრი ამოგიცანით მეგობრებო) პოსტს – მალევე, ზუსტად ანალოგიური სულისკვეთებით იგივე შინაარსის პოსტები ზიარდება ქოცებში და ხელისუფლების მიერ მართულ მედია საშუალებებში, საინფორმაციო სააგენტოებში ….

ძალიან აშკარაა ყველაფერი. ძალიან აშკარაა, რომ მიმდინარეობს ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და კიბერ შეტევა სოციალური ქსელებით, ცრუ ინფორმაციებისა თუ ხელოვნური ნეგატიური მასალების მოფიქრება-გავრცელებით, რომ ნეიტრალური, სუფთა გულით მისული ადამიანები დაგვშალონ და გული აგვიცრუონ, რომ იქ აღარ მივიდეთ.

რამხელა მცდელობაა აქციაზე მისული ხალხის დისკრედიტაციის და მარგინალიზაციის (რაც 12-13 მაისს გამოუვიდათ). ამ დროს ხალხის ცნობიერება უკვე გაზრდილია და ხვდება, რომ ეს ე.წ. მარშიტს-ფაშისტები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, საპატრიარქოს ადმინისტრაცია და სხვანი – ხელისუფლების თამაშს თამაშობს და ამით სწორედ ამ ინსტიტუტების მარგინალიზება და დისკრედიტაცია ხდება !!!! ქართული ოცნება იმდენს იზამს, საპატრიარქოს სერიოზულად შეურყევს ნდობას და რეპუტაციას …

ახალი შეტევა დაიწყო, მეორე მშვილმკვდარი მამის მანიპულაციით, 
 რომელიც რამდენიმე ოფციას სთავაზობდა გუშინ ზაზას (გინდა პრეზიდენტს შევხვდეთ, გინდა პრემიერს, რასაც შენ იტყვი ჩემო ძმაო … ), საიდან მას ეს ოფციები ???? შვილის ღირსების დაცვა უნდა შეძლო ადამიანმა მისი გარდაცვალების შემდეგაც …. და მე ქედს ვიხრი Zaza Saralidze-ს წინაშე , მისი მტკიცე და მებრძოლი სულის წინაშე !!!

გუშინაც რამდენიმე სერიოზული და ცუდი მცდელობა იყო და აღარ შევეხები მათ ანალიზს.

მე არ მომწონს არც ნაციონალური მოძრაობა (თავისი ძველი და ახალი შემადგენლობებით). მათი მმართველობა გაცილებით მძიმე და საშინელი იყო და მახსოვს, ყველაფერი მახსოვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც არ მომწონს არ გავაპროტესტო

საკონსტიტუციო უმრავლესობა რყვნის ყველა ხელისუფლებას და დღეს ძალიან მნიშვნელოვანია მრავალპარტიული მმართველობა. ასე სამართალი მეტად უზრუნველყოფილი იქნება და დასრულდება ერთპიროვნული მმართველობა. აშკარაა მეოცნებეების დრო სრულდება. დღეს, ხვალ თუ 2020-ში – ეს მაინც მოხდება და გარდაუვალია.

მე არ ვიცი სიკეთის გამარჯვებით დასრულდება ეს დღეები თუ არა, მაგრამ მე ვხედავ რამხელა მუხტია რუსთაველის გამზირზე და რამდენი გულწრფელი ადამიანი უდგას ზაზა სარალიძეს გვერდით
და ვიცი, რომ უზომოდ მიყვარხართ თავისუფალი და მებრძოლი ადამიანები. 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close