საზოგადოება

ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებს დესერტად დააყოლონ ეს ატამი – ლეიბორისტების აქცია კანცელარიასთან

დღეს, ლეიბორისტულმა პარტიამ სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია გამართა. მათ ხელისუფლებას ყუთებში ჩაწყობილი ატამი მიუტანეს და განაცხადეს, რომ კაბინეტებში, სიგრილეში წამოსკუპებულ ჩინოვნიკებს ხალხისთვის არ სცალია. გლეხი დიდი ჯაფითა და შრომით მოწეულს პროდუქტს რეალიზაციას ვერ უკეთებს და ულუკმაპუროდ რჩებაო.

,,წელსაც განმეორდა ატამთან დაკავშირებული ტრაგედია. გლეხებმა გადაყარეს, გაუნადგურდათ, გაუფუჭდათ მთელი წლის მოსავალი, ნაწილმა დაიწყო ნარგავების ამოძირკვა. საქართველოს მთავრობას მოვუტანეთ ხარისხიანი ქართული ატამი და ვთხოვთ, ბიუჯეტიდან მოპარულ მილიონებს დესერტად დააყოლონ ეს ატამი, იქნებ მერე მაინც გაეღვიძოთ მშობლიური მიწის სიყვარული, გლეხებზე ზრუნვის სურვილი და მომავალ წელს ასეთი ტრაგედიების მოწმე აღარ გავხდეთ”_ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close