საზოგადოება

,,ბევრს არ სიამოვნებს საქართველოს მღვდელმთავრის ანტისაოკუპაციო გამოსვლები”

როზეტა გუჯეჯიანი,  თსუ ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დოქტორი:

_ სულ ველოდი, რომ პრორუსული ძალები მეუფე იაკობის წინააღმდეგ ამოქმედდებოდნენ. არც მიკვირს: მეუფე იაკობი მათთვის მიუღებელია, რადგან ის თავისუფალი ადამიანია. ერისკაცობის დროსაც, სამშობლოს იცავდა და იმ წლებში, ბევრისგან განსხვავებით, ქონებას კი არ აგროვებდა, ქვეყნის ბიუჯეტს კი არ იტაცებდა, მიწებს კი არ იფორმებდა, არამედ ომის ქარცეცხლში იმყოფებოდა… მეორე „ნაკლიც” აქვს, ფუნდამენტური განათლების მქონეა. მესამეც – ღიად ადასტურებს თავის პროდასავლურ ორიენტაციას.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეობოლშევიკთა/ფსევდოლიბერალთა აგრესიასაც იგერიებს და გვიცავს რელიგიურ ადამიანებს, ესეც დიდი პლუსია ჩემს თვალში… პირადადაც მადლობელი ვარ მისი: ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია, მგარმ საპატრიარქოს ერთ-ერთ ინსტიტუციაში – ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში – მუშაობის დროს მუდამ ვგრძნობდი მეუფის მხარდაჭერას: ის ხელს მიწყობდა და მიქმნიდა სრულ აკადემიურ თავისუფლებას, იქნებოდა ეს სასწავლო პროგრამები, თუ სტუდენტთა აღზრდა-განათლება პატრიოტული სულისკვეთებით… ფაქტია, ბევრს არ სიამოვნებს საქართველოს მღვდელმთავრის ანტისაოკუპაციო გამოსვლები, მისი დასავლური ორიენტაცია, ქართული უნივერსიტეტის წინსვლა და წარმატებები. მე კი ყოველივე ეს ღირსეულ საქმედ მიმაჩნია. ამიტომაც სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ბოდბელ ეპისკოპოსს – საქართველოს რიგითი მოქალაქე და ეკლესიის წევრი, ვადასტურებ პატივისცემას, სიყვარულსა და მოკრძალებას მეუფე იაკობისადმი!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close