საზოგადოება

,,ბევრმა ქართველმა არ იცი, ვინ იყო გურამ რჩეულიშვილი, ვის ეკუთვნის ,,აი ია”

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

_ ჩემმა ძალიან ნიჭიერმა, იუმორით სავსე მეგობარმა გამოაქვეყნა ამბავი, სადაც ჩანს, ძალიან ელემენტარული რამ, რომ არ იცის ბევრმა ქართველმა, მაგალითად ის, თუ ვინ იყო გურამ რჩეულიშვილი, ან ვის ეკუთვნის “აი ია”. არაფერი არაა, ყველაფერი სწორდება, ყველას რაღაც გვავიწყდება, ან ყველას რაღაც გამოგვრჩენია. ფიქსირდება პრობლემა? – უნდა გადაიჭრას პრობლემა. ინტერნეტი და კერძოდ ეს სოციალური ქსელი უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა.

მე რომ დიდი გოგო ვიყო და განათლების სამინისტროში ვმუშაობდე, სპეციალური ჯგუფი მეყოლებოდა, ვინც მოკლე ტექსტების და ილუსტრაციების სახით აუცილებელ ცოდნას გაავრცელებდა ყველასთვის, უწყინრად, ისე, რომ არავის გასჩენოდა დამცირების გრძნობა, რომ რაღაც არ იცის, ან როდესღაც იცოდა და დაავიწყდა. ამხელა რესურსია და კარგი მიზნებისთვის გამოყენება აუცილებელია, რომ ხალხის ცოდნა გადახალისდეს. ასევე გავავრცელებდი მეცნიერების უახლეს ამბებს მოკლედ და სისტემატურად, ყველა საგანში, ყველა დარგში, თანაც დაბუსტვით, რომ ბევრს მისწვდენოდა, მერე კიდევ ხალხი გააზიარებდა და ასე.

 “მეგობრებო, მხარი-მხარს”გამოგვივიდოდა. ჩვენს ინტერესებში არ არის ვინმეზე უპირატესობის მოპოვება და აი, მე ვიცი-შენ არათი გახარება. ჩვენს მიზნებში უნდა იყოს ერთმანეთის ამოქაჩვა, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ უკეთეს საზოგადოებაში. განათლებას დიდი ფული უნდაო.. ამას, რასაც ვამბობ, ძალიან პაწაწინა თანხა უნდა და საერთოდაც, თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო, ამბობს ძველი რაჭული ანდაზა. ზუსტად რას გულისხმობს ეს ანდაზა ვერ გეტყვით, მე პირადად, როცა მესმის, მშივდება, მაგრამ რადგან ასე ამბობს, ე.ი. ეგრეა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close