საზოგადოება

ბათუმში შვიდმა ადამიანმა მძიმე დამწვრობა მიიღო, მათგან სამი ბავშვია

ბათუმში შვიდმა ადამიანმა მზის დამწვრობა მიიღო. დაშავებულებმა დამწვრობა ძირითადად, სანაპიროს სხვადასხვა მონაკვეთში მიიღეს. მათგან სამი ბავშვია. ისინი რეფერალურ საავადმყოფოებში მოათავსეს, ამბულატორიული მომსახურების შემდეგ კი, სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერეს. ამჟამად, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა ბადრი პაქსაძემ განაცხადა, გუშინ დღის განმავლობაში სასწრაფო დახმარების სამსახურში შვიდი შეტყობინება შევიდა.

„შვიდ შემთხვევაზე გავიდა გუშინ ჩვენი ბრიგადები. რა თქმა უნდა, მიზეზი მაღალი ტემპერატურა და მზეზე დიდხანს ყოფნა იყო. დაშავებულები გადავიყვანეთ საავადმყოფოებში, სადაც მათ შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია. დღეს ანალოგიური გამოძახება არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ბადრი პაქსაძემ.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close