საზოგადოება

ბათუმში მამა-შვილი დაჭრეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამა-შვილი დაჭრეს.

დაშავებულები ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 117-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე დადგენილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close