საზოგადოება

ბათუმის სანაპიროზე მობილური კლინიკა განთავსდა

ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე მობილური კლინიკა წელსაც განთავსდა. მედიკოსთა ერთი ეკიპაჟი და მოძრავი ამბულატორია დამსვენებელს პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილზე აღმოუჩენს, საჭიროების შემთხვევაში კი მის ჰოსპიტალიზაციასაც უზრუნველყოფს.

აქვე მსურველებს შეუძლიათ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგი ჩაიტარონ. სკრინინგი და C ჰეპატიტზე მკურნალობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული.

მოძრავი ამბულატორია და სასწრაფო სამეცინო დახმარების ეკიპაჟი ბათუმის ბულვარში საკურორტო სეზონის დასრულებამდე დარჩება. ადგილზე დღეს ჯადაცვის მინისტრი იმყოფებოდა.

იმედი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close