სამართალი და კრიმინალი

„ახლა, რომ რეჟიმი იყოს ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ“

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბუტა რობაქიძის დედას და ბრალდებულ გურამ დონაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

ია მეტრეველის უკმაყოფილება ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას კითხვას მოჰყვა. ფირცხალავამ მოწმე გიორგი ჭანტურიას ჰკითხა, 2006 წელს სასამართლოში ფიცის ქვეშ მისცა თუ არა ცრუ ჩვენება. რაზეც მეტრეველმა თქვა, რომ მაშინ რეჟიმი იყო და მოუწია ამის გაკეთება.

გურამ დონაძის განმარტებით, კი ახლა უარესი რეჟიმია. რასაც სიტყვიერი კამათი მოჰყვა.

„ახლა, რომ რეჟიმი იყოს ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ“– მიმართა ია მეტრეველმა გურამ დონაძეს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close