კატეგორიის გარეშე

ახალციხის შესასვლელთან 100-მდე ტრაილერია გაჩერებული

როგორც მძღოლები პირველ არხთან აცხადებენ, მათივე უსაფრთხოებისთვის პოლიცია გადაადგილებას უკრძალავს და მხოლოდ მაშინ გაუშვებენ, როდესაც გზები გაიხსნება.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 30-კმ 96 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close