კატეგორიის გარეშე

როგორ უნდა მოვამზადოთ აკაკი წერეთლის საყვარელი კერძი-,,კვახიანი”

იმერული სამზარეულოს ალმასები

იმერული სამზარეულოს ალმასები: აკაკი წერეთლის საყვარელი „კვახიანი“
ამბები, რომელსაც წიგნში ვყვები, ჯერ არსად წაგიკითხავთ. არქივებსა და ძველ გამოცემებში, მოგონენებსა და ბიორაფიებში სულ მარცვალ-მარცვალ ვპოულობ და ვაგროვებ ამბავს ქართულ სამზარეულოზე, რომელიც გაფანტულად და უსისტემოდ ვიცით. რაც დრო გადის, მით უფრო მაოცებს ის, რასაც დღეს ქართულ სამზარეულოს ვუწოდებთ. ასე, რომ მოემზადეთ საინტერესო ამბების მოსასმენად.
   1939 წელს საქართველოს ლიტერატურული მუზეუმის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი ლეონიძემ აკაკი წერეთლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჩხერეში, სხვიტორსა და მახლობელ სოფლებში მეცნიერთა ექსპედიცია მიავლინა, რომელმაც ერთი თვე დაჰყო იმერეთში და აკაკის შესახებ უხვი, საინტერესო მასალა შეაგროვა. ექსპედიციის მასალები 1942 წელს ვრცელ კრებულად გამოაქვეყნეს.
გარდა იმერული სამზარეულოს შესახებ ამოკრებილი საინტერესო მასალისა, კვლევის პროცესში მე ერთმა მნიშვნელოვანმა ფაქტმა გამაოცა: გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს გაჩაღებულმა ასეთმა თავდაუზოგავმა სამეცნიერო შრომამ , რაც ქართველთა სახასიათო თვისებაზე მიუთითებს, რაზეც მოგვიანებით დავწერ.
ამ ექსპედიციის მასალებში წერეთლების სახლის გამგე, 70 წლის ანიკო თარხნიშვილი-აბდუშელიშვილი იხსენებს: აკაკის ხილში განსაკუთებით ყურძენი უყვარდა, საჭმელებში კი, გუფთა, ლობიო, ღომი, საცივი. საჭმელს სულ ხელით ჭამდა, თევზეულიდან ირჩევდა დოშსა და ზუთხს, ძალიან უყვარდა ხაპიწკინა, გომიჯი (ხმიადი პური) და კვახიანი.
მთხრობელს ახსნილი აქვს: კვახიანი არის, პურის ცომში გულად ჩადებული დანაყული კვახის მარცვალი.
უნდა ვცადო, გამოვაცხვო კვახიანები….
ესმა კუნჭულია, ჟურნალისტი, მკვლევარი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close