სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” გუნდის ინტენსიური მუშაობის შედეგად, დასახული მიზანი განხორციელდა და ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ!

🎥 ფილმის გადაღება პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაიწყება და საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.

🚀აღნიშნული ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, ჰოლივუდის მაღალი რანგის, წარმომადგენლების მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 2 მაისამდე ვიზიტის ფარგლებში. ჰოლივუდის წარმომადგენლების ვიზიტი სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინიცირებითა და ორგანიზებით შედგა!

კომენტარები
Загрузка...