საზოგადოება

“შენ გამოავლინე, რომ ხარ სულელი, შეხვედრამდე ბატონო პრეზიდენტო!”

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“პოროშენკო, როგორც ჩანს საბოლოოდ დაეცა, მან უსინდისობის მორიგი რეკორდი მოხსნა და გამოაქვეყნა ჩემი პირადი წერილი გაგზავნილი მისდამი, რომელიც მე მას ციხიდან გათავისუფლების შემდეგ გავუგზავნე.”

 

 

ეს იყო წერილი, რომელიც მე მივწერე მას სასამართლოდან გათავისუფლების და ევროპულ დიპლომატიურ მისიასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ. მე შემიძლია დავასახელო მათი გვარები, მაგრამ პოროშენკოსგან განსხვავებით ძალიან კარგად ვიცნობ დიპლომატიურ ეტიკეტებს. მას შემდეგ, რაც მე შევხვდი დასავლელ წამყვან დიპლომატებს, რომლებიც აკრედიტებულები არიან კიევში გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო მოლაპარაკებების პროცესი, რათა შესაძლებელი ყოფილიყო პოლიტიკური კრიზის მშვიდობიანი გზებით გადაგვეწყვეტა ისე, რომ უკრაინა გამოსულიყო მოგებული, ხოლო მტერს არ მისცემოდა საშუალება ესარგებლა უკრაინის შიდა და პოროშენკოს რეჟიმის სისუსტით. ამ კონსულტაციების შემდეგ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაიწყეს თავისი პროცესები, ხოლო მე მათთან შეთანხმებით დავწერე ეს წერილი. ამ წერილში არაფერია პირადი. მე ვსაუბრობ, თუ როგორ განვმუხტოთ სიტუაცია და ამის ხარჯზე როგორ დავიწყოთ მოლაპარაკებები. იქ არ არის არაფერი ისეთი, რომელიც მე შემიძლია დავფარო უბრალოდ არსებობს დიპლომატიური ეტიკეტი, რაც არ მაძლევდა საშუალებას მე გამომექვეყნებინა ის. თქვენ დამეხმარეთ მე, რომ გამოაქვეყნეთ იგი. მაგრამ ამავდროულად თქვენ გამოამჟღავნეთ რომ არ ხართ შორსმჭვრეტელი და პირდაპირ გეტყვით გამოამჟღავნეთ სისულელე. ამიტომ მე უკვე გადავწყვიტე გამოვაქვეყნო ღიად წერილი, რომლის წაკითხვასაც შეძლებს ყველა.

 

 

 

ის, კი რაც გააკეთეთ თქვენ, პრეზიდენტო, მინდა გითხრათ, რომ უფრო მეტად დაკარგეთ ნდობა, არა მარტო ჩემს თვალში, არამედ ბევრი დიპლომატის თვალში, რომლებიც აქ იმყოფებიან.

 

 

მიმაჩნია, რომ ეს იყო ჩემი ბოლო მცდელობა თქვენს მიერ დაშვებული შეცდომებისგან დახსნისა, მაგრამ ჩემთვის ამ ეტაპზე გაცილებით მნიშვნელოვანია დავიცვა უკრაინა. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს!

შეხვედრამდე ბატონო პრეზიდენტო!”

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close