მსოფლიო

,,აშშ-ს ხელფეხი გაეხსნება შავ ზღვაზე”_ ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გათამაშდეს

ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებები შეიძლება გათამაშდეს შავი ზღვის გარშემო, რომელიც თუ შედგა, ალბათ გადამწყვეტიც კი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის:
ბოლო დღეებია თურქეთში დიდი კამათია დაწყებული მონტროს ხელშეკრულების ვალიდულობაზე. ამ ხელშეკრულებით იზღუდება არაშავიზღვისპირა ქვეყნების (გასაგებია, რომ პირველ რიგში აშშ-ს) სამხედრო გემების ყოფნა შავ ზღვაზე (როგორც ტონაჟში, ისე დროში -21 დღეზე მეტი ვერ ჩერდებიან აქ).
ერდოღანის ხელისუფლება, რომელსაც ვაშინგტონთან ურთიერთობის დათბობა სურს, აცხადებს, რომ შესაძლოა გადახედოს მონტროს ხელშეკრულებას. ეს კი ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელფეხი გაეხსნება შავ ზღვაზე.
ცხადია, რუსეთი უკიდურესად ღელავს ასეთ საკითხზე – მას არცერთ შემთხვევაში არ სურს ამერიკელების მუდმივი ყოფნა შავ ზღვაზე.
სავარაუდოდ რუსეთთან კავშირშია ის ფაქტიც, რომ 2 დღის წინ თურქეთის 104-მა თადარიგში გასულმა ადმირალმა (მათ შორის არიან პრორუსულად განწყობილებიც) განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმეს თურქეთის ხელისუფლების სურვილი გავიდეს მონტროს ხელშეკრულებიდან.
დღეს დილით თურქეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ამ განცხადების გაკეთების მოთავეები – 10 თადარიგის ადმირალი ანუ მკაფიო სიგნალს უგზავნის ამერიკელებს, რომ მზადაა, ვაშინგტონთან დათბობის სანაცვლოდ ბოლომდე გაყვეს მონტროს ხელშეკრულებიდან გასვლის გზას.
ამხელა ამბები ხდება გარშემო და ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს?
ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close