მსოფლიო

,,ერდოღან–პუტინს სიამტკბილობის პერიოდი ჩაუმწარდათ_ საქართველოსთან მებრძოლი არცერთი იმპერია არ გადარჩენილა”

,,ახლა ეს ერდოღანი, რომ მინიმუმ ზოგჯერ მთლად სერიოზული არაა ცნობილია, მაგრამ მრჩევლად თავისზე უარესი აუყვანია. კი ეომა რუსეთს 16 ჯერ და 16 ჯერ წააგო თურქეთმა ისე, რომ მაროკომდე გადაშლილი იმპერია რეგიონალურ კარლიკად გადაიქცა.ისე სასიამოვნოა და საქართველოსთვის სასარგებლოა,რომ ერდოღან–პუტინს სიამტკბილობის პერიოდი ჩაუმწარდათ და სულ ტყუილად ჭამეს ერთად ამდენი ნაყინ–რახათ-ლუქუმი. ასე იცის მოსკოვისაგან სტრატეგიული ანტისარაკეტო სისტემების შესყიდვამ,მოკავშირეთა იგნორირებამ. ორივე იმპერიას საქართველოს ტერიტორიები აქვს მიტაცებული.ეს მათ არ უნდა დაავიწყდეთ. პირველ რიგში კი ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ. ისე კარგად გვახსოვს როგორ ჩავარდა თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტი 2008 წლის აგვისტოს ომისას, პუტინთან,მოსკოვში, აჭარაზე პრეტენზიების დასაფიქსირებლად. საქართველოსთან მებრძოლი არცერთი იმპერია ისტორიულად არ გადარჩენილა და არც მომავალში იქნება ამ კანონზომიერებიდან გამონაკლისი” _ ასეთ კომენტარს აკეთებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თურქეთის პრეზიდენტის მრჩევლის, პროფესორ მესუთ ჰაკის ნათქვამზე, რომ რუსეთს, რომელშიც 25 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს, შიგნიდან დაანაწილებენ.

„წარსულში ჩვენ რუსეთს 16-ჯერ ვეომეთ. ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებთ და ჩვენი შურისძიება საშინელი იქნება“, – განაცხადა ერდოღანის მრჩეველმა.

ცნობისთვის, იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

იდლიბი სირიის ბოლო პროვინციაა, რომელშიც ჯერ კიდევ არიან გამაგრებულები ამბოხებულები. ეს ტერიტორია ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთსა და რუსეთის კონფლიქტის მიზეზი გახდა.

 

Related Articles

Back to top button
Close