მსოფლიო

აშშ-ს ტერაქტებით ემუქრებიან

ტერორისტული ორგანიზაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების გამო, აშშ-ს ტერაქტებით ემუქრება.

აღნიშნული მუქარები Telegram-ის მესენჯერში, მებრძოლთა პირად ანგარიშებზეაგანთავსებული. შეტყობინებებს თან ახლავს ნიუ-იორკის ქუჩებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამსახველი ფოტოსურათები.

“ჩვენ სულ უფრო მეტ ოპერაციას განვახორციელებთ თქვენს მიწაზე, ბოლო წუთამდე და იმ ომის ცეცხლით გაგანადგურებთ, რომელიც თქვენ წამოიწყეთ ერაყში, იემენში, ლიბიაში, სირიასა და ავღანეთში”, – წერია მუქარაში, რომელსაც სააგენტო როიტერი ავრცელებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close