საზოგადოება

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. გორის რაიონის სოფელი დიცის მოსახლეობა სოფელში არსებულ ვითარებას აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სოფელს წყალი არ მიეწოდება, რაც მათ ნაკვეთების მორწყვისას სერიოზულ პრობლემას უქმნის. მათივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისგან პრობლემის მოგვარებაზე დაპირება რამდენჯერმე მიიღეს, თუმცა ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა.

აქციის ოთხი მონაწილე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შეხვდნენ და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მათი თქმით შეხვედრაზე მათ პრობლემის მოხგვარებას დაპირდნენ.

დიცის მოსახლეობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე რჩება. ისინი მოთხოვნებზე კონკრეტულ პასუხს ელოდებიან

რუსთავი 2

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close