კატეგორიის გარეშე

„აქრობს ლაქებს, აგვარებს თმის პრობლემას“

სამკურნალი წყალი, რომელსაც დედოფლები იყენებდნენ - არუნ ხათრის რეცეპტი

ბზინვარე თმისა და სუფთა კანის საიდუმლოს არუნ ხათრი ამხელს. ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი ამბობს, რომ ამ მეთოდს დედოფლები და ძირითადად, აზიელი ქალები მიმართავდნენ.

.

ეს საოცარი წამალი კი ბრინჯის წყალია, რომელიც ძალიან სასარგებლოა კანისთვის და თმისთვის _ სკალპის პრობლემისთვის, ქავილისთვის, ქერტლისთვის, თმის ცვენისთვის. სახეზე აქრობს პიგმენტურ ლაქებს.

თუ როგორ უნდა დავამზადოთ ბრინჯის წყალი სწორად, არუნი ხათრი ამბობს:

-ერთ ჭიქა ბრინჯს დაასხით სამი ჭიქა წყალი. კარგად გარეცხეთ და წყალი გადაღვარეთ. შემდეგ ისევ დაასხით იმდენივე წყალი, კარგად დასრისეთ ხელით და დატოვეთ 2 საათი. შემდეგ მინის ჭურჭელში გადაიტანეთ ეს წყალი. ბრინჯით კი რაც გინდათ, ის გააკეთეთ.

ეს წყალი უნდა გახდეს ფერმენტირებული, ამიტომ ერთი დღის მერე უნდა გამოიყენოთ. თუ ორი დღე დატოვებთ, საუკეთესო იქნება, მაგრამ ერთი მინუსი აქვს, რაც უფრო მეტხანს დატოვებთ, მით უფრო არასასიამოვნო სუნი ექნება. შეგიძლიათ მაცივარშიც შეინახოთ. ქილა ძალიან არ დახუროთ, ცოტა ღია დატოვეთ, რომ ისუნთქოს.

ეს წყალი კვირაში სამჯერ მიისხით თმაზე ყველგან, დაიტოვეთ ნახევარი საათი ან 40 წუთი და ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. სახეზე კი ბამბით წაისვით. ორ კვირაში ნახავთ, რომ კანზე ლაქები გაქრობას დაიწყებს.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close