საზოგადოება

,,აფხაზეთში რომ ომი იყო, დანარჩენი საქართველო ჩვეულებრივად ჭამდა, სვამდა, ქეიფობდა, დუბაიში დაფრინავდა ტურისტული რეისებით…”

,,უკრაინას ჰყავს მტრის წინააღმდეგ ბოლომდე მებრძოლი მთავრობა, მხედრობა, ერი და ბერი და ეს ხალხი მოიგებს! აუცილებლად მოიგებს"

დასახიჩრებული, გაუპატიურებული, დაღუპული ბავშვები.
საკუთარ სახლებში აფეთქებული და ქუჩებში დახვრეტილი მოსახლეობა.
ჩვენც ხო იგივე და უარესიც გადავიტანეთ და რატომ არ ახსოვს არავის და რატომ მაშინ არ იყო ასეთი ამბავიო…
იცით რატომ? იმიტომ რომ აფხაზეთში რომ ომი იყო, დანარჩენი საქართველო ჩვეულებრივად ცხოვრობდა (ომში წასულ ბიჭებს არ ვგულისხმობ), ჭამდა, სვამდა, ქეიფობდა, დუბაიში დაფრინავდა ტურისტული რეისებით…
ცხინვალში ომის დროსაც დაახლოებით ასე…
პოლიტიკოსები? პოლიტიკოსებიც მომხრე-მოწინააღმდეგეებად დაიყვნენ და შორიდან უყურებდნენ ყველაფერს, ხან ერთი, ხან მეორე პრეზიდენტის ჯინაზე…
დღესაც იგივეს ვაგრძელებთ, ამჯერად უკრაინის მიმართ, მაგრამ მადლობა ღმერთს, უკრაინაში მთავრობა, მხედრობა, ხალხი, ერი და ბერი ერთადაა და აქედან სამარცხვინო ქმედებებით მათ ვერაფერს ვავნებთ, ისევ საკუთარ თავს დავუშავებთ.
უკრაინას კი ჰყავს მტრის წინააღმდეგ ბოლომდე მებრძოლი მთავრობა, მხედრობა, ერი და ბერი და ეს ხალხი მოიგებს! აუცილებლად მოიგებს.
ჰო მართლა – ხარებას გილოცავთ.
ირინა სარიშვილი, პოლიტიკოსი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close