ვიდეო

ანანიაშვილის დასის წევრს სააკაშვილმა დაბდღე საკუთარ სახლში გადაუხადა (ვიდეო)

,,კიევში დიდი წარმატებით გასტროლირებს ნინო ანანიაშვილის დასი. თავის დროზე ნინომ დამიჯერა და ნიუ-იორკიდან, სადაც ამერიკის მთავარი საბალეტო დასის კაშკაშა ვარსკვლავი იყო დაბრუნდა ცივ და ჩაბნელებულ თბილისში. შემდეგ მან ააღორძინა ქართული ბალეტი და გაიყვანა ის მსოფლიო ასპარეზზე.. მათთვის სპეციალურად ავაშენე რიყის საკონცერტო დარბაზი გენიალური იტალიელი არქიტექტორის ფუქსასის პროექტით რომელიც ივანიშვილმა აღარ გაახსნევინა პირადი ბოღმის და გაუტანლობის გამო. ასე რომ გუშინ ტკივილნარევი სიამაყით ვუყურებდი ამ ჩვენს ვარსკვლავებს. ნახეთ რა ლამაზები და განსაკუთრებულები არიან სცენაზეც და ცხოვრებაშიც. კონცერტის შემდეგ მათი ერთ ერთი საუკეთესო მოცეკვავის ინას დაბადების დღე ავღნიშნეთ ჩემს კიევურ სახლში. ვერც მივხვდით როგორ დავეტიეთ სულ პატარა ვერანდაზე _ ,,წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიხეილ სააკაშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

Related Articles

Back to top button
Close