კატეგორიის გარეშე

,,ასე ექცევიან კულტურულ მემკვიდრეობას ჩვენს ქვეყანაში”

,,ასე ექცევიან კულტურულ მემკვიდრეობას ჩვენს ქვეყანაში. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ატენის სიონის გვერდით, ეს მშენებლობა, რომელსაც ვერაფერი გაამართლებს, შეჩერდა, რადგან მედია გააქტიურდა. დღეს კი უკვე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
იმაზე მეტი რაა სირცხვილი, რომ ასეთ ძეგლს არც ერი უფრთხილდება და არც ბერი. კულტურის სამინისტროზე აღარაფერს ვამბობ. უსაქმურების კანტორად იქცა სამინისტრო და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. 
  კონსტიტუციაშიც ხომ გახსოვთ კულტურული მემკვიდრეობის საკითხი, როგორ მიფუჩეჩდა…
ეს ფოტოები ცოტა შორიდანაა გადაღებული და ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები თუ არ გავაქტიურდებით, ხვალ აღარაფერი დაგვრჩება უზარმაზარი კულტურული მემკვიდრეობიდან, რაც სხვათაშორის არც ანთიძეს შეუქმნია, არც გიორგაძეს და არც ამ სიმახინჯის ავტორებს და მომწონებლებს, ვინც გადაწყვიტა, რომ ატენის სიონთან ასე ახლოს კომფორტი უნდა შეიქმნას” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ანი კიკნაძე და ატენის სიონის ფოტოებს აქვეყნებს, რომელზეც მავანთა მიერ  ,,კომფორტის ზონის” მოწყობის მცდელობა აშკარად ჩანს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close