საზოგადოება

ასელ ტოკაევა: ამ ადამიანებისგან ბევრი უნდა ვისწავლოთ

 ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში იმყოფებოდა ექსპერტის რანგში და კოლეგებს დახმარებას უწევდა. აი, რა დაწერა ადვოკატმა ასელ ტოკაევამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე:

,,ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ! გამიმართლა, რომ საინტერესო და უნიკალურ პიროვნებებს ვხვდები ჩემი ცხოვრების გზაზე. მათთან მიწევს არა მხოლოდ ფოტოების გადაღება, არამედ ურთიერთობაც, რაც ძალიან მახარებს. ამ ადამიანებისგან ბევრი უნდა ვისწავლოთ!

ზაზა ხატიაშვილი- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, წლის ადამიანი. უშიშარი და საოცარი პიროვნება. ვადიმ კლუგვანტი- ცნობილი რუსი ადვოკატი, თავისი საქმის პროფესიონალი. ედუარდ ლი- ცნობილი ყირგიზი ადვოკატი”.

,,სამი დღის განმავლობაში ყაზახეთში ვიმყოფებოდი ექსპერტის რანგში, მსოფლიოს ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით. საამაყოა, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ხდება მისაბაძი და სამაგალითო. ძალიან ლამაზია ასტანა” _ აცხადებს ზაზა ხატიაშვილი და ასტანაში, ადვოკატებთან გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close