პოლიტიკა

“არ შეიძლება, ხელისუფლებას ჰქონდეს პოზიცია, როდესაც რუსი გორში ვაშლს ყიდულობს კეთილი მეზობელია და როდესაც საოკუპაციო ხაზს გადმოგიწევს-ბოროტი ოკუპანტი”

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ბერშუეთის შემთხვევის გამო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა აუცილებლად უნდა გაიმართოს. როგორც ხიდაშელმა საზოგადოებრივთან ინტერვიუში აღნიშნა, მისი მინისტრობის დროს, მსგავსი შემთხვევისას, მან პირადად სთხოვა პრეზიდენტს სხდომის მოწვევა და დადებითი პასუხიც მიიღო.

“ეს სწორედ იმ ტიპის შემთხვევაა, რასაც სჭირდება მყისიერი რეაგირება, მაგრამ მეორეს მხრივ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ შედგეს კონსენსუსი, თანხმობა სტრატეგიულ ხედვაზე დეოკუპაციის პოლიტიკასთან მიმართებაში. არ შეიძლება, რომ ხელისუფლებას მუდმივად ჰქონდეს ასეთი პოზიცია, რომ რუსი გორში ვაშლს როდესაც ყიდულობს კეთილი მეზობელია და როდესაც საოკუპაციო ხაზს გადმოგიწევს, მაშინ ბოროტი ოკუპანტი. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რასთან გვაქვს საქმე და შესაბამისი სტრატეგია დავუპირისპიროთ ამ ქმედებებს”,-აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

პირველი არხი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close