სიღნაღის ამბები

,,არ ილევა უბედურება, მერამდენე ახალგაზრდას გლოვობს პატარა ქალაქი”

სიღნაღთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად, მესამე ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეოთხე მძიმედ არის

,,არ ილევა უბედურება, მერამდენე ახალგაზრდას გლოვობს პატარა ქალაქი” _ წერს სიღნაღელი ფეისბუქმომხმარებელი. თითქმის ერთი თვეა, ენით აღუწერელი გლოვაა სიყვარულის ქალაქში, თითქოს სიხარული ამ ულამაზესი ადგილიდან, სადღაც გაიპარა. თითქოს თავადვე შერცხვა სიხარულს, მხიარულებას, ცხოვრების ხალისს ადამიანთა ამხელა ტკივილის და  მოულოდნელად გაქრა…

ავტოავარიის შედეგად, რომელიც სიღნაღის მიმდებარედ, სიღნაღი- ანაგის დამაკავშირებელ გზაზე 26 ოქტომბერს მოხდა, ოთხი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. ოჯახებმა, საზოგადოებამ და ექიმებმა ბევრი იბრძოლეს, მაგრამ მათი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. ზეცაში გადრინდნენ ბიჭები:

17 წლის ლუკა ქუსიკაშვილი,

23 წლის გიგა პარკაული და

20 წლის ლაშა ნადირაშვილი.

19 წლის გიორგი ჯავახიშვილი კი მძიმედაა და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.

ქიზიყის ისტორიულ კუთხეში გლოვაა, დასტირიან  ერთმანეთის მიყოლებით გარდაცვლილ ახალგაზრდებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის, მუნიციპალიტეტის კეთილდღეობაში უდიდესი წვლილი უნდა შეეტანათ. გაუბედურდა ოჯახები, არადა, მათით უნდა ეხარათ… ურემი უკვე გადაბრუნდა, მაგრამ სხვებს მაინც ვეტყვი: ფრთხილად იარეთ, ბიჭებო, ჩვენო მომავლებო და იმედნო, ფრთხილად იარეთ ჩვენთვის, თქვენთვის და ქვეყნისთვის. დასაკარგი ახალგაზრდები არ ჰყავს საქართველოს…

euronews.ge, qronika,ge და ,,სიღნაღის ამბები” სამძიმარს უცხადებს განსვენებულთა ოჯახებს, სიღნაღის ყველა მაცხოვრებელს. გასაჭირში მყოფ გიორგის კი  გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სხვა რა დაგვრჩენია, უნდა ვილოცოთ მათთვის.

ნელი ვარდიაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close