სამართალი და კრიმინალი

დედოფლისწყაროში ბავშვებს ავტომობილი დაეჯახა

ერთი მოზარდის მდგომარეობა მძიმეა

დედოფლისწყაროში ორ ბავშვს, რომლებიც სკუტერით გადაადგილდებოდნენ, ავტომობილი დაეჯახა.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

.

ერთ-ერთი არასრულწლოვნის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

„3 ივნისს, დედოფლისწყაროში, მოზარდები, ს.ჯ. და ლ.გ. გადაადგილდებოდნენ ე.წ.”სქროლით” ქალაქის ერთ ერთ გზაჯვარედინზე გადაკვეთისას მოხდა მათი და ავტომობილის შეჯახება. სამწუხაროდ ორივე მოზარდი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების საშუალებით გადაყვანილი იყვნენ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში, შემდეგ კი ქალაქ თბილისში, იაშვილის კლინიკაში.

ამ ეტაპზე, ლ.გ-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სამწუხაროდ, ამ დრომდე მძემედაა ს.ჯ.  მას აქვს მრავლობითი მოტეხილობები და თავზე გაუკეთდა ოპერაცია. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა…“, – წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრაიმტაიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close