საზოგადოება

„არ აღიარებს დანაშაულს, ჩემი ინფორმაციით. მკვლელობას არ აღიარებს”

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ადასტურებს, რომ დაკავებული ახალგაზრდაც და არასრლუწლოვანიც, რომელსა ამ დრომდე პოლიცია ეძებს, ამავე სკოლის მოსწავლეები არიან.

ხათუნა ბარაბაძე იმ ახალგაზრდის შესახებმ, რომელიც მისვე თნატოლის მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ამბობს, რომ სკოლა მან გაკვეთილების შემდეგ დატოვა, ხოლო რაც შეეხება მეორე პირს, რომელსაც გამოძიება ამ დრომდე ეძებს, აცხადებს, რომ იმ დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა.

„არ ბრძანდებოდა სკოლაში იმ დღეს და მშობელს რომ დავუკავშირდით, მშობელმა გვითხრა, რომ ბავშვი არ არის სკოლაში წამოსული და სახლშიაო,“ – აცხადებს დირექტორი.

მისი ინფორმაციით, არასრულწლოვანი დანაშაულს არ აღიარებს.

„არ აღიარებს დანაშაულს, ჩემი ინფორმაციით. ადგილზე იყო. უბრალოდ, მკვლელობას არ აღიარებს. არ უარყოფს, რომ იქ იყო, რა თქმა უნდა და იყო ამ რაღაც გარჩევის მონაწილე, თუმცა, ვერ აფიქსირებს, რა გარჩევის მონაწილე იყო, ეს არ ვიცი,“ – განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

დირექტორის თქმით, იმ არასრულწლოვანის მშობლებთან, რომელიც ამ დროისთვის მიმალვაშია, სკოლის ადმინისტრაციას კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა მშობლებმა მათი შვილის ადგილსამყოფელი არ იციან.

„მე რამდენადაც ვიცი, ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე იყო წასული. დაკითხვაზე იყვნენ მისულები ეს ადამიანები და არიან თავისუფლები იმიტომ, რომ გარეთ ვინც დახვდა და სთხოვათ, რომ რაღაც დასახმარებლად უნდა წასულიყვნენ. არ ვიცი, ვიღაცის გვარს ასახელებენ, ვინც დახვდა გარეთ და ტელეფონზე მიიღეს შეტყობინება, რომ გავიდნენ გარეთ ამ პერიოდში,“ – განაცხადა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მომხდარ მკვლელობის გამო, პოლიცია ამ დრომდე ეძებს მე-11 კლასელს, რომელიც მიმალვაშია. დაკავებულია ერთი ახალგაზრდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close