საზოგადოება

“არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანი არის ზიანის შემცირება” _ სერგეენკო

დღეს სასტუმრო “ბილტმორში”  “ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში” თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული, ნარკომომხმარებლების დაკავების ნაცვლად, მათთვის სამკურნალო კურსის დანიშვნას გულისხმობს.

კონფერენციის მიზანია ხელისუფლების წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიერ ქართული ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიმდინარეობის შეფასება.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოდ თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ემხრობა იმ ფაქტს, რომ ნარკოპოლიტიკის საკითხს კომპლექსური შესწავლა სჭირდება.

“არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანი არის ზიანის შემცირება. ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა. გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც დაბალანსებული და ზიანის შემცირებისკენ მიმართული იქნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close