საზოგადოება

,,არჩევნების შემდეგ ოქრიაშვილი და მისი პარტია ბიძინას ოცნებასთან არ შექმნის ალიანსს?”

ფეისბუქმომხმარებელი და სავარაუდოდ, ნაცმოძრაობის მხარდამჭერი დავით ხვისტანი ნაცმოძრაობის ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს კითხვით მიმართავს:

,,ოქრიაშვილთან ალიანსმა ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით ენმ-ის ბევრი მხარდამჭერი გაანაწყენა. არ იწვევს ეს კაცი ნდობას, მაგრამ ივანიშვილისათვის დახმარებას მასთან დაპირისპირება და ჩვენთვის დახმარება სჯობია. თუმცა არის ერთი რამ, რაც გუშინ, “ფორმულაზე” ხატია დეკანოიძის და ირაკლი ტაბლიაშვილის შეხვედრის ერთ-ერთი თემაც გახდა.
ტაბლიაშვილმა თქვა, რომ ის კიდევ სხვა პარტიაში გადავიდეს, რაზეც დეკანოიძემ არაფერი უპასუხა. მაინტერესებს, დარწმუნებული ვარ ყველა თქვენთაგანსაც:
– ამ სურათზე ვხედავთ, – ვაშაძე და ოქრიაშვილი ხელს აწერენ უმრავლესობიდან ოპოზიციაში გადასვლა-შემოერთების დოკუმენტს და… ჩაიწერა თუ არა შეთანხმების ტექსტში, რომ არჩევნების შემდეგ ოქრიაშვილი და მისი პარტია ბიძინას ოცნებასთან არ შექმნის ალიანსს ?!.
ბატონო გრიგოლ ვაშაძე, ენმ გთხოვთ გვიპასუხოთ!”

Related Articles

Back to top button
Close