საზოგადოება

,,პარტიები გეწოდებათ და არცერთისგან არ მომისმენია ხედვა, როგორ უნდა აიცილოს საქართველომ სისხლისღვრა გზებზე!”

დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე:

_ გომის მთა-შუახევის გზიდან ავტომობილი რომ გადავარდა და 3 ჯანღონით სავსე ადამიანი დაიღუპა ახლახანს, ხომ გახსოვთ? დუშეთში 17 ადამიანი რომ დაიღუპა ესეც გახსოვთ ხომ? რამდენიმე კითხვა:

1) აი, დუშეთის ტრაგედიაზე, რომ დამწკრივდით მთელი პოლიტიკური სპექტრი და მწუხარებას გამოთქვამდით, შუახევში 3 დაღუპულზე ხმას რატომ არ იღებთ არცერთი? სად გაქრით საერთოდ?
2) 3 ადამიანის დაღუპვა არ არის ტრაგედია? თუ 17 დაღუპული მეტია 3-ზე და მაგიტომ პოლიტიკურად სჯობს მეტზე მწუხარების გამოხატვა და ნაკლებს რამენაირად გადავიტანთ და გავატარებთ?!
3) გლოვის დღის გამოცხადება რამდენი ადამიანის გარდაცვალებაზეა მიზანშეწონილი? 3 არ არის საკმარისი?
4) რა შეცვალეთ დუშეთის ტრაგედიის მერე? რომელი სახელმწიფო სტრუქტურა იღებს პასუხისმგებლობას?
5) ბოლო 20 დღის განმავლობაში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში 30-ზე მეტი ადამიანი რომ მოკლეს (მათ შორის ბავშვები), სად ხართ პოლიტიკური პარტიები?! მარტო სიტყვებით-“შემაძრწუნებელი”, “უდიდესი მწუხარება”, “ტრაგედია” შემცირდება სიკვდილიანობა?
6) პარტიები გეწოდებათ და არცერთისგან არ მომისმენია ხედვა, როგორ უნდა აიცილოს საქართველომ სისხლისღვრა გზებზე! 500 მოკლული და 10 000 დასახიჩრებული ყოველწლიურად, რომ არ ხვდება პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტებში, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ.

Related Articles

Back to top button
Close